სასწავლო პროექტის პორთფოლიო

Saturday, June 9, 2018

III დღე

მოგესალმებით,
ტრენინგის მესამე დღე ნამდვილად ნაყოფიერი იყო,ვიმუშავეთ,ვიფუსფუსეთ ბევრი, რაც ქალბატონი ლიას დიდი დამსახურებაა <3
გავეცანით ჩვენი პროექტისთვის საჭირო სტანდარტებს ,რომლებიც გადავიტანეთ პროექტის გეგმაში.
შევარჩიეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,ჩემი პროექტის სათაურია "ქალაქის ფრინველები" მინდა ჩემი შერჩეული კითხვები გაგიზიაროთ და ველოდები თქვენს გამოხმაურებას
ზოგადი კითხვა
რა ამშვენებს სამყაროს?
თემატური კითხვები
1.როგორ არსებობენ ქალაქში ფრინველები? 2.როგორ წარმოგიდგენით ქალაქი ფრინველების გარეშე?
შინაარსობრივი კითხვები
   1. რომელი ფრინველები არიან ქალაქში სეზონურად? 2. როგორია ფრინველების ცხოვრების ნირი ? 3. რითი იკვებებიან ქალაქში ფრინველები? 4. რა საფრთხეებია ქალაქში მობინადრე ფრინველებისთვის? 


1 comment:

  1. ფრინველი საკმაოდ ზოგადია, ხომ არ ჯობია კონკრეტულ ფრინველზე გაამახვილოთ ყურადღება? მაგალითად ბეღურები, მერცხლები და სხვა. საინტერესო პროექტია, წარმატებები.

    ReplyDelete