სასწავლო პროექტის პორთფოლიო

Thursday, June 28, 2018

კურსის რეფლექსია

            მართლაც საინტრესოდ გაიარა ამ 9 შეხვედრამ  თავიდან მომეჩვენა რომ ძალიან რთული იქნებოდა პროექტებით სწავლება, მაგრამ ასე მგონია  გავართვი თავი.
        ქალბატონმა ლიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ გაგვეაზრებინა რას ნიშნავს პროექტებით სწავლება, როგორ უნდა დავგეგმოთ პროექტი დაწვრილებით გავიარეთ ყველა  პროცედურა შევქმენით პრეზენტაციები,მოსწავლის ნამუშევრები.
     გარემო იყო შესანიშნავი,როგორც ერთიანი ჯგუფი ისე ვმუშაობდით შეძლებისდაგავარად  ვეხმარებოდით ერთმანეთს მოხარული ვარ რომ ქალბატონ ლია გავიცანი და მომიწია მასთან ურთიერთობა.
     ნამდვილად დროული იყო ჩემთვის ამ ტრენინგის გავლა ,უამრავი ინფორმაციაა მივიღე როგოგრც პედაგოგმა რაც დამეხმარება ჩემს შემდგომ პედაგოგიურ საქმიანობაში.
წარმატებები ყველას

Saturday, June 23, 2018

VIII დღე

დღეს  მოვამზადე პროექტის ფასილიტაცია,მოვიყვანე სისტემაში ჩემი პროექტი,ვიმუშავე შეძლებისდაგვარად  წარმატებები ყველას

Friday, June 22, 2018

VII დღე

როგორც ყოველთვის ბევრი ვიმუშავეთ, გავაკეთე დავალებები სსსმ,არაქართულენოვან და ნიჭიერი მოსწავლეებისთვის ვიმუშავეთ გეგმის შაბლონში,ბლოგზე ავტვირთე პრეზენტაცია რითაც წარვადგენ პროექტს :) ბევრი ბევრი საინტერსო რამ გავიგეთ ქალბატონი ლიას დახმარებით.
წარმატებების გისურვებთ

Sunday, June 17, 2018

VI დღე

დრო ისე გავიდა ვერ გავიგე :) თითქმის თავი არ აგვიწევია ბევრი ვიმუშვეთ შევქმენი პრეზანტაციის შეფასების რუბრიკა, ასევე პრეზენტაცია გავაკეთე რითიც უნდა წარვადგინო პროექტი მოსწავლეებთან.
ვნერვიულობ ძალიან იმედია ყველაფერი კარგად იქნება

Saturday, June 16, 2018

V დღე

მე-5 დღე ნამდვილად ნაყოფიერი იყო ვისწავლეთ უამრავი რამ : როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია,როგორ გადმოვიწეროთ სურათები ისე რომ არ დავარღვიოთ  საავტარო უფლებები,ვისწავლეთ ვიდეოს გადმოწერა.ვისაუბრეთ ინფორმაციის სანდოობაზე
გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,ერთ ერთი ჯგუფის პრეზენტაცცია.

Sunday, June 10, 2018

IV დღე

ძალიან ნაყოფიერი დღე იყო მე-4 დღე,ვიმუშავეთ პროექტის გეგმაში სადაც დავსახეთ მიზნები  ჩამოვაყალიბეთ შეფასების გეგმა, გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი ასევე ვისწავლეთ პოვერპოინტში მუშაობა რათა მოვამზადოთ პრეზენტაცია,მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცხელოდა დრო მუშაობაში სწარაფად გავიდა,ქალბატონი ლია არის ძალიან ყურადღებიანი ტრენერი

Saturday, June 9, 2018

III დღე

მოგესალმებით,
ტრენინგის მესამე დღე ნამდვილად ნაყოფიერი იყო,ვიმუშავეთ,ვიფუსფუსეთ ბევრი, რაც ქალბატონი ლიას დიდი დამსახურებაა <3
გავეცანით ჩვენი პროექტისთვის საჭირო სტანდარტებს ,რომლებიც გადავიტანეთ პროექტის გეგმაში.
შევარჩიეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,ჩემი პროექტის სათაურია "ქალაქის ფრინველები" მინდა ჩემი შერჩეული კითხვები გაგიზიაროთ და ველოდები თქვენს გამოხმაურებას
ზოგადი კითხვა
რა ამშვენებს სამყაროს?
თემატური კითხვები
1.როგორ არსებობენ ქალაქში ფრინველები? 2.როგორ წარმოგიდგენით ქალაქი ფრინველების გარეშე?
შინაარსობრივი კითხვები
   1. რომელი ფრინველები არიან ქალაქში სეზონურად? 2. როგორია ფრინველების ცხოვრების ნირი ? 3. რითი იკვებებიან ქალაქში ფრინველები? 4. რა საფრთხეებია ქალაქში მობინადრე ფრინველებისთვის? 


Sunday, June 3, 2018

II დღე

ვინაიდან პირველ დღეს ვერ მოვახერხე ტრენინგზე მოსვლა მეორე დღეს დაძაბული ვიყავი,თუმცა კარგი გარემო დამხვდა და შეძლებისდაგვარად ავითვისე ორი დრის სატრენინგო მასალა,შევქმენი ბლოგი დავიწყე პროექტზე მუშაობა,შევქმენი ბუკლეტი

1 დღე

პირველ დღეს ვერ მოვახერხე ტრენინგზე დასწრება ობიექტური მიზეზის გამო,სკოლაში რამდენიმე დღის წინ დაგეგმილი გვქონდა სასკოლო ექსკურსია,მაგრამ მეორე დღეს ავანაზღაურე დაკარგული დღე შეძლებისდაგვარად გავაკეთე ყველაფერი რაც პირველ დღეს გააკეთეს კოლეგებმა.